ირაკლი კობახიძე - მთელი სიმკაცრით ვამოქმედებთ კანონს, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ

ავტორი
Front News საქართველო
არიან კონკრეტული ძალები, იგულისხმება მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ფიქრობს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანაზე, რაც არ შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როგორც გასული 13 წლის განმავლობაში, წელსაც ოპოზიციის გეგმები არის განწირული აბსოლუტური წარუმატებლობისთვის და ფიასკოსთვის.
"რაც შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში, ის იქნება უზრუნველყოფილი, ეს არის მშვიდობა და სიმშვიდე. მათი დღის წესრიგია არეულობის მცდელობა, ჩვენი დღის წესრიგია ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღის წესრიგი გაიმარჯვებს.
გახსოვთ, „ლელოს“ თანამშრომლის, ელისაშვილის განცხადება გაფიცვასთან დაკავშირებით. ისინი აპირებენ გაფიცვების მოწყობას, თუ მოიგებენ არჩევნებს, მერე სხვებმა უარყვეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ასეთი აზრები უტრიალებთ რადიკალურ ოპოზიციაში. როგორც გასული 13 წლის განმავლობაში, წელსაც მათი გეგმები არის განწირული აბსოლუტური წარუმატებლობისთვის და ფიასკოსთვის.
რაც შეეხება არეულობის ნებისმიერ მცდელობას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ მთელი სიმკაცრით ვამოქმედებთ კანონს, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი ჩემი მეგობრული გაფრთხილება ამ ადამიანებს, რომ არ წაუცდეთ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხს წამოკრავენ რაღაცას, ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, რომ იყვნენ ყურადღებით და არ დაარღვიონ კანონი“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


