
ავტორი
Front News საქართველო
არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში არის მძიმე ვითარება, არის ყველანაირი დეფიციტი, ყველანაირი შიმშილი - საკადრო შიმშილია, ინტელექტუალური შიმშილი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა ის საკადრო იდეები, რომლებიც ვიხილეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო მეტად სუსტდება, ვინაიდან ასეთ პირობებში, საქართველოს უჩნდება პერსპექტივა, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი.
"მე ხშირად მითქვამს, ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი. ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები როგორიცაა „ნაცმოძრაობა“, მისი მომიჯნავე პარტიები წარმოადგენენ ოპოზიციის ძირითად ბირთვს, ჩვენთან ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. ძალიან კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო მეტად სუსტდება, ასეთ პირობებში, საქართველოს უჩნდება იმის პერსპექტივა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი და შესაბამისად, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს