ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას

ავტორი
Front News საქართველო
ნაყოფიერი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, საუბრისას ხაზი გაესვა პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.
“ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას.
ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




