Logo

ირაკლი კობახიძე – “ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან

პოლიტიკა
390
Frontnews image description

მათ გამოაცხადეს ე.წ. რეფერენდუმი და ძალიან მძიმე მარცხი იგემეს: ჩვენ 47%-მა დაგვიჭირა მხარი, რაც ნიშნავს მათთვის უმძიმეს მარცხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც. ქართველი ამომრჩევლის 47%-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ. პოლარიზაციისა და ღალატის პირობებში, ესოდენ მყარი ლეგიტიმაციის მიღება ცხადყოფს ქართველი ამომრჩევლის ნებას, გაგრძელდეს განვითარება, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა უარი უთხრა მოძალადეებს, მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი. 30 ოქტომბერს ეს რეფერენდუმი ბოლომდეა მისაყვანი. მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდენო სამი წლის განმავლობაში ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს, ეს იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისობრივი გაჯანსაღებისათვის. ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს დაწყებული საქმე და „ნაციონალური მოძრაობა“ თანდათან, 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან – ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement