ირაკლი კობახიძე - ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ულამაზეს შენობაში, რომელიც აღდგა "ქართუს" ძალისხმევით, განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი


ავტორი
Front News საქართველო
დავათვალიერეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით და რომელშიც განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მინდა, ფონდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.
მისივე თქმით, ჰაბი ახალგაზრდებს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.
"შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ თვითრეალიზების, საკუთარი იდეების რეალიზების საშუალება და მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც ამ ულამაზესი შენობის რეაბილიტაცია", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს