Logo

ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული

პოლიტიკა
42
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.

ამასთან, საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს ალექსი ახვლედიანს. ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

Advertisement