Logo

ირაკლი კობახიძე - პირველად ესწრება მთავრობის სხდომას შს მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო

პოლიტიკა
274
Frontnews image description

პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან გაუსვა სულხან თამაზაშვილის წარმატებულ საქმიანობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე და განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მისი ძალიან წარმატებული საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სადაც 1 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მას წარმატებებს ვუსურვებ ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიციაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ახალი თანამდებობები მიულოცა და წარმატებები უსურვა ზურაბ პატარაძესა და გეკა გელაძეს.

"კიდევ ერთხელ მივულოცავ ბატონ ზურაბ პატარაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას და ბატონ გეკა გელაძეს, ჩვენს კოლეგას ვულოცავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებას. ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები