ირაკლი კობახიძე - პროექტის განხორციელება არ ფერხდება, გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები

ავტორი
Front News საქართველო
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტრო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაოები გრძელდება და მოლაპარაკებებიც ბოლომდე იქნება მიყვანილი.
"ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის მინისტრი, ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ გვინდა, რომ აქაც მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასეთ პირობებში, თავისი დრო მიაქვს მოლაპარაკებებს, თუმცა ეს არის საჭირო, აუცილებელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც არის საჭირო. საბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ ამის მიუხედავად, არ ფერხდება პროექტის განხორციელება, გრძელდება დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები, რაც კეთდება ჩვენი რესურსით. ეს სამუშაოები გრძელდება. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ მოლაპარაკებებსაც“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


