ირაკლი კობახიძე - პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები

ავტორი
Front News საქართველო
დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური და შესაბამისად, სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, სამთავრობო გუნდის ყველა წევრი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს სამთავრობო გუნდის სახით და ამაში ვგულისხმობ ყველაფერს. ვგულისხმობ პროფესიონალიზმსაც. პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი ყველა მიმართულებით, როგორც ძალოვანი ბლოკი, იგივე ეკონომიკური ბლოკი, სოციალური მიმართულება, უკლებლივ ყველა არიან პროფესიონალები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ხშირად ვაკეთებ აქცენტს, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი, რადგან პროფესიონალმა შეიძლება ბევრი რამე კიდევ უარესად გააფუჭოს, თუ არის არაკეთილსინდისიერი. მაგრამ თუ კეთილსინდისიერი ხარ, პროფესიონალიზმსაც ნელ-ნელა აკრეფ. ამიტომ, ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ კეთილსინდისიერებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ეს გუნდი გამოირჩევა სწორედ კეთილსინდისიერებით. კონკრეტულ პრინციპებს მიჰყვებიან ეს ადამიანები და ეს არის ის, რასაც ვგულისხმობდი. საკადრო ცვლილებებმა მოგვცა გუნდის ეფექტიანად ჩამოყალიბების საშუალება. დღეს არის ძალიან სტაბილური გუნდი და შესაბამისად, არავითარ ცვლილებებს ჩვენ არ ველოდებით, რასაც არ ვამბობდი ხოლმე ადრე. დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური და შესაბამისად, სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


