ირაკლი კობახიძე - ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
"შევხვდი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერმეკ კოშერბაევს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




