Logo

ირაკლი კობახიძე - ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ძალიან აქტიურად

პოლიტიკა
245
Frontnews image description

ყველა ხედავს, რომ ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

"საქართველოს მაგალითზეც ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. გახსოვთ, რომ აშშ-ში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში ჩართული იყო კონკრეტულად უილსონიც და ამ ყველაფერსაც რეალურად ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა აშშ-ში. ყველა ხედავს, რომ ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები