Logo

ირაკლი კობახიძე - ყველა ხედავს, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ სწორად აირჩია მშვიდობის გზა, არამედ უზრუნველყო ამ გზაზე მყარად სიარული ჩვენი ქვეყნისთვის

პოლიტიკა
75
Frontnews image description

ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ყველა ხედავს, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლებამ არა მხოლოდ სწორად აირჩია მშვიდობის გზა, არამედ უზრუნველყო ამ გზაზე მყარად სიარული ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ნახა, რომ "ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, ვისაც საქართველოში შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის უზრუნველყოფა და ამასთან ერთად ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.

"მთავარი, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ეს არის სიმშვიდე ქვეყანაში. აქაც გვაქვს დიდი პროგრესი, გახსოვთ, რომ 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩვენ გვქონდა რევოლუციის 5 მცდელობა და აქაც მოვახერხეთ სიმშვიდის შემოტანა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც არ არსებობს მშვიდობის და სიმშვიდის გარეშე. აქაც იცით, რომ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, პირველ ადგილზე ვართ ევროპაში 5-წლიანი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 5 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა იყო 9,3 პროცენტი საქართველოში, ამის ანალოგი ევროპაში არ არსებობს. პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, დანარჩენი არის უკვე დეტალები. კვლავაც რჩება უსამართლო მიდგომები საქართველოსთან მიმართებით, დავიტოვოთ იმედი, რომ ეს მიდგომები შეიცვლება, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად და ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ვაჩვენეთ ქართულ საზოგადოებას, რომ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც საქართველოში შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის უზრუნველყოფა და ამასთან ერთად ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. ეს არის დადასტურებული ჩვენი ამ რამდენიმეწლიანი გამოცდილებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები