ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ სტაბილურობას, თანმიმდევრულ წინსვლასა და განვითარებას

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის, ყოველ ჯერზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, ეს გვაძლევს ერთმანეთთან მოსაზრებების, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების საშუალებას, რაც მთავრობას ეხმარება სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გასული 4 წელი საქართველოსთვის იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და საშუალო წლიურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. საქართველო ყველა მიმართულებით ინარჩუნებს სტაბილურობას და თანმიმდევრულ განვითარებას.
"შარშან გვქონდა ასეთივე შეხვედრა, სადაც ვსაუბრობდით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ერთი წლის თავზე, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ როგორც სტაბილურობას, ისე თანმიმდევრულ წინსვლასა და განვითარებას. გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-2024 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ფართო რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8 % რაც ასევე არის ნომერ პირველი მაჩვენებელი კონტინენტსა და ჩვენს ფართო რეგიონში", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


