ირაკლი კობახიძე - ყველა ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში

ავტორი
Front News საქართველო
ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ადამიანური კაპიტალის ინდექსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და უსწრებს ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით.
"ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა პარამეტრით, მათ შორის, ეკონომიკური ადამიანური რესურსებით, დემოკრატიით, ყველა მიმართულებით. ვუსწრებთ ევროკავშირის 7-8 ქვეყანას ყველა პარამეტრით. თუმცა, ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვიწრო წრეში, სამეულში, ხუთეულში ადგილის დაკავება ყველა მიმართულებით. ყველა ის ნაბიჯი, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, რეფორმები, რაც ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ყველა რეიტინგსა და ინდექსში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


