Logo

ირაკლი კობახიძე - ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას

პოლიტიკა
185
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველკურსელებს სტუდენტობას ულოცავს.

"მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა.

წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

Advertisement