ირაკლი კობახიძე - ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში, ვინმეს თუ თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს კანონისგან


ავტორი
Front News საქართველო
ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პატრონი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ეწოდება კოლექტიური "ნაცმოძრაობა“.
"სინამდვილეში არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. რაც შეეხება არჩევნებთან დამოკიდებულებას, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ ბუნებრივია. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პატრონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორც არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავებები ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოო ჯამში, მათი პატრონი მაინც ერთად თხრის ხოლმე ამ პარტიებს. ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით მათ არ აქვთ წარმატების შანსი. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. ვინმეს თუ თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს კანონისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს