ირაკლი კობახიძე - რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე, სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტანთ სარჩელს

ავტორი
Front News საქართველო
იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია, გამართული სარჩელი შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ქვეყნის დემოკრატიული სისტემა.
"კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა, ჩვენთვის მთავარია, გამართული სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე, სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტანთ სარჩელს", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


