Logo

ირაკლი კობახიძე - რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა

პოლიტიკა
136
Frontnews image description

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა, სამჯერ - ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში.

"ნატოს რაც შეეხება, რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა. ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა, სამჯერ. ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ ეს იყო უკრაინა. დღეს ვხედავთ, რომ აშშ ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე. ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. ეს არ არის სიახლე, იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს გაფართოების შეჩერებაზე საუბარი დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე. აქ აისახა ის, რაზეც ორი-სამი წელია მიმდინარეობს საუბრები. ჩვენ აქაც პრაგმატულად უნდა შევხედოთ მოვლენების განვითარებას. დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც კეთდება ამ წლების განმავლობაში, თუმცა, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას მშვიდად და მოთმინებით“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები