ირაკლი კობახიძე - რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალურ ოპოზიციაში, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება, რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალურ ოპოზიციაში, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას განცხადებასთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველოს“ პოზიციას შეეხებოდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ერთია, თუმცა არის პიროვნული დაპირისპირებები და სუბიექტური ინტერესები.
"რეალურად, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება. ეს, რეალურად, არის ძალიან კარგი. მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში ორი პარტიაა, რომელთაც სურთ მონაწილეობა და ორი პარტია - რომელთაც არ სურთ. ეს გახლეჩა ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველა ერთია, მაგრამ იქ არის პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები. რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს