Logo

ირაკლი კობახიძე - რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს

პოლიტიკა
150
Frontnews image description

ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს.

"ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის. ქვეყნებს შორის ურთიერთობა არც არის გადასატვირთი, საუბარია ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები