ირაკლი კობახიძე - როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ დედაქალაქში, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის განუცხადა.
მისი შეფასებით, ისინი უცხოურ ინტერესებს ატარებენ.
"მერე რომ ვამბობთ, რომ ისინი უცხოურ ინტერესებს ატარებენ, უკვირთ. არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, ვის ინტერესებს ატარებენ ეს ადამიანები და ვის ინტერესებს და მხარდაჭერას ეყრდნობიან ეს ადამიანები. ეს არ არის ქართველი ხალხი, ესენი არიან ბიუროკრატები სხვადასხვა დედაქალაქში და ამიტომ აგებენ. როდესაც შენ ორიენტირებული ხარ არა საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ კაბინეტში, ამა თუ იმ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს