Logo

ირაკლი კობახიძე - როდესაც პარტიაში არის სისუსტე, აბსოლუტურად ლოგიკურია კადრების გადინება და ეს ხდება დღეს "ლელოში"

პოლიტიკა
331
Frontnews image description

ლიდერები მიდიან და ახლა ბოლნისის მერობის კანდიდატს, რომ კანდიდატურა მოეხსნა, ამაში გასაკვირი რა არის, როდესაც პარტიაში არის სისუსტე, აბსოლუტურად ლოგიკურია კადრების გადინება და ეს ხდება დღეს „ლელოში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც „ლელომ“ გააკეთა იყო ის, რომ ეს ყველაფერი ნაცვლად საკუთარი პარტიის სისუსტისა გადააბრალა სუსს.

"ბრიფინგი ჩაატარეს, როდესაც ბოლნისის მერობის კანდიდატმა მიიღო გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით და მანამდე ლიდერები გაეცალათ ხელიდან, საბა ბუაძის ჩათვლით. საბა ბუაძე წავიდა, ესეც, ეტყობა, სუსის დამსახურება იყო, ნუ, ლიდერები მიდიან და ახლა ბოლნისის მერობის კანდიდატს, რომ კანდიდატურა მოეხსნა, ამაში გასაკვირი რა არის. როდესაც პარტიაში არის სისუსტე, აბსოლუტურად ლოგიკურია კადრების გადინება და ეს ხდება დღეს „ლელოში“. რა თქმა უნდა, თავი უნდა იმართლონ, ნაცვლად საკუთარი სისუსტისა, ეს ყველაფერი უნდა გადააბრალონ ან სუსს ან სხვას და ეს არის, რაც გააკეთეს", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement