Logo

ირაკლი კობახიძე - როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სისტემა, მაშინვე პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ კონკრეტული ამოცანები

პოლიტიკა
430
Frontnews image description

სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სწორი სისტემა, მაშინვე პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის სახელმძღვანელოების მომზადების მიმართულებით.

"როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სწორი სისტემა, მაშინვე პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის სახელმძღვანელოების მომზადების მიმართულებით. კვლევის, მეცნიერების მიმართულებით და ასევე სახელმძღვანელოების განვითარების მიმართულებით. სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement