ირაკლი კობახიძე - როცა ჩავარდა ხელისუფლების დამხობის მცდელობა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ თანამებრძოლებს

ავტორი
Front News საქართველო
ახლა, როცა ჩავარდა ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს, აქედან გამომდინარე, ემიჯნებიან მაქსიმალურად იმ ამბოხების მცდელობას,რომელიც მათ მიერვე იყო დაანონსებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ციხეში მოხვედრა არავის უნდა და ოპოზიციის ნაწილი საკუთარ თანამებრძოლებს ემიჯნება.
“არავის უნდა მოხვდეს ციხეში, შესაბამისად, ისინი ემიჯნებიან საკუთარ თანამებრძოლებს. ისინი იყვნენ თანამებრძოლები, ერთად გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას, ერთად გამოდიოდნენ შესაბამისი მოწოდებებით. ახლა, როცა ჩავარდა ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს, აქედან გამომდინარე, ემიჯნებიან მაქსიმალურად იმ ამბოხების მცდელობას, დამხობის მცდელობას, რომელიც მათ მიერვე იყო დაანონსებული", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


