
ავტორი
Front News საქართველო
მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი ხელს მოაწერს ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება ქვეყნის შვილობა.
"დღეს ანგარიშში საუბარი მქონდა უამრავ საკითხზე. ელემენტარულად ამ ქვეყნის შვილი ხომ გქვია ფორმალურად მაინც, არ უნდა გაინტერესებდეს რა ხდება ინფრასტრუქტურაში, რა ხდება ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში? არანაირი კითხვა, არანაირი ჩაღრმავება, არაფერი. რატომ? საერთოდ ისინი ვერ აღიქვამენ საკუთარ თავს ამ ქვეყნის შვილებად. ჩემი რჩევა, როგორც კი ხელს მოაწერ ჯაშუშობის ხელშეკრულებას, იქვე მთავრდება შენი ქვეყნის შვილობა. იქ უკვე გამორიცხულია რაიმე გაინტერესებდეს და პირიქით ასეთ ადამიანებს და ჩვენ ამის მაგალითი უამრავი მოგვისმენია, არ უხარიათ სპორტული წარმატება, კულტურის სფეროში წარმატება, ეკონომიკური წარმატება, ეს სწყინთ. ასეთია აგენტის და ჯაშუშის ბედი, რისი მაგალითებიც არიან ამ კონკრეტული ფრაქციის წარმომადგენლები.
მართლა ტრაგიკულია, კაცი გაქცეულია გერმანიაში, ამათი თავმჯდომარე და გერმანიიდან რომ გავალებენ უზრდელობას და შენ რომ ასრულებ. გერმანიიდან გაუზრდელებს ერთი თავად უზრდელი კაცი, გაუზრდელი კაცი. რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა და ამას ხომ საზოგადოება ხედავს. მე ერთი „ტყუილი“ რაც ვთქვი, იყო ის რომ გაუნახევრდათ მათ შედეგი ერთ წელიწადში. აღმოჩნდა ტყუილი, სინამდვილეში სამჯერ და მეტჯერ აქვთ შემცირებული შედეგი. მათ 2024 წლის არჩევნებში მიიღეს 161 521 ხმა და უკვე ერთ წელიწადში, როდესაც ოპოზიციაში კონკურენტი თითქმის აღარ ჰყავდათ და მეტი უნდა აეღოთ ამ დროს, მიიღეს 49 820 ხმა. ხალხი ძალიან კარგად არჩევს აგენტურას და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს