Logo

ირაკლი კობახიძე - როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა

პოლიტიკა
114
Frontnews image description

იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია თუ ნებისმიერი სხვა ეს არის ერთი ძალა, მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ჰქვია უცხოური აგენტურა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გახარიას პარტიის და „ლელოს“ ოპოზიციურ ალიანსში შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, როცა ადამიანს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა.

"ეს განცხადება უპრინციპობაზე მეტყველებს. როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა, თუმცა, მათთვის ეს დამახასიათებელია. უპრინციპობა უკლებლივ ყველა ამ პარტიისთვის არის დამახასიათებელი. სინამდვილეში, ყველა ეს პოლიტიკოსი არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა. ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტიც არის აბსოლუტურად ხელოვნური. ეს არის ერთი ძალა. მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს ერთი ქოლგის ქვეშ და ამ ქოლგას ჰქვია უცხოური აგენტურა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები