ირაკლი კობახიძე - რუმენ რადევს და მის გუნდს ვულოცავ არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუმენ რადევს და მის გუნდს არჩევნებში გამარჯვებას სოციალურ ქსელ X-ზე ულოცავს.
"რუმენ რადევს და მის გუნდს ვულოცავ არჩევნებში გამარჯვებას.
ბულგარეთის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში ვუსურვებ მას წარმატებას.
საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას“, - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




