Logo

ირაკლი კობახიძე - საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს

პოლიტიკა
257
Frontnews image description

ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიული ალასანიას უნივერსიტეტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით.

"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის ღია თავხედობა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement