Logo

ირაკლი კობახიძე - საქართველო 23 საუკუნისაა, შესაბამისად, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის

პოლიტიკა
176
Frontnews image description

ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო 23 საუკუნისაა, ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე უწევდა არსებობა.

"უპირველეს ყოვლისა, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო 23 საუკუნისაა. შესაბამისად, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია. ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე გვიწევდა არსებობა. მრავალი ასეთი იმპერია დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია. ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან - წინა საუკუნეების 90-იანი წლებიდან ბევრი შეცდომაც დავუშვით, რადგან საქართველო მაშინ ალბათ საკმარისად დიპლომატიური ან პრაგმატული არ იყო. ალბათ ეს იყო შეცდომების მიზეზი. თუმცა ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ აქედან და კვლავ ვისწავლეთ დიპლომატიურობა და პრაგმატულობა. სწორედ ასე ვახერხებთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღებული გამოცდილებაც არის იმის მიზეზი, რომ გვჯერა დიპლომატიის და მისი მნიშვნელობის.

მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს. ყველა სახელმწიფო აქცენტს უნდა აკეთებდეს დიპლომატიური გამოსავლის ძიებაზე პრობლემების გადაჭრისას და სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას.

ამჟამად, უხეში პოლიტიკური ინტერესები გადაწონის დიპლომატიას. ასეთია მსოფლიოში არსებული საერთო სურათი ჩემი გაგებით. ეს როგორმე უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები