Logo

ირაკლი კობახიძე - საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება

პოლიტიკა
162
Frontnews image description

საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სურს კიდევ უფრო გააძლიეროს ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოიზიდოს მეტი ინვესტიცია და გააღრმაოს თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრში.

“ძლიერ ეკონომიკურ ფუნდამენტურ მახასიათებლებთან ერთად, საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ქვეყანას ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს, აძლიერებს რეგიონულ კავშირს და მხარს უჭერს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას.

საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და გავაღრმაოთ თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრში”, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement