
ავტორი
Front News საქართველო
გეოგრაფია გვასწავლის იმას, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლურ სივრცესთან, ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომლის გააზრებაც კი გაუჭირდა ევროკავშირის ბიუროკრატიას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის აქტიური პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით მუდმივად მზარდი იყოს.
"ზოგადად შუა დერეფნის მნიშვნელობა ჩვენგან დამოუკიდებლადაც გაიზარდა. 2020 წლის შემდეგ არის დაახლოებით შვიდჯერ გაზრდილი შუა დერეფანში ტვირთების მოცულობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში საქართველოს აქვს საკვანძო როლი, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელიც შვიდ სხვა ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლურ სივრცესთან“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს