ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ძალიან სწრაფად და აღკვეთა შესაძლო დანაშაული


ავტორი
Front News საქართველო
უცხოელი მოქალაქეები დააკავეს დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით. საკმაოდ დიდი აფეთქების გამოწვევა შეიძლებოდა ამ ნივთიერების გამოყენებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ძალიან სწრაფად და აღკვეთა შესაძლო დანაშაული.
"მე თავს შევიკავებ დეტალების გახმოვანებისგან. იცით, რომ უცხოელი მოქალაქეები დააკავეს დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებით. საკმაოდ დიდი აფეთქების გამოწვევა შეიძლებოდა ამ ნივთიერების გამოყენებით. დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს, უწყებებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ძალიან სწრაფად და აღკვეთა შესაძლო დანაშაული. ეს არის მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის. დანარჩენი დეტალები უნდა გაირკვეს გამოძიების მსვლელობისას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, შესაძლო დანაშაული იგეგმებოდა საქართველოში, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნიშნები არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, მოვერიდები ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის გახმოვანებას“, - აღნიშნა მან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს