ირაკლი კობახიძე - სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა


ავტორი
Front News საქართველო
სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა, თუ დაარღვევ კანონს სხვა კუთხით, მაგალითად, არ გამოცხადდები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აქაც მოგიწევს შესაბამისი პასუხის მიღება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის სამართლებრივი საკითხი - ვინც არ სცემს პატივს კანონს, მიიღებს შესაბამის პასუხს.
"ჩემთვის ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი - არ სცემენ პატივს კანონს, მიიღებენ შესაბამის პასუხს ამასთან დაკავშირებით. ამის იქით, რა თქმა უნდა, ჩვენ ინტერესი არ გვაქვს. სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული, თუ არ გადაიხდი გირაოს, მოგიწევს პატიმრობა, თუ დაარღვევ კანონს სხვა კუთხით, მაგალითად, არ გამოცხადდები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აქაც მოგიწევს შესაბამისი პასუხის მიღება, ეს არის და ეს. ეს არის მთლიანად სამართლებრივი საკითხი და სამართლებრივი საკითხებით საქართველოში დაკავებულები არიან სამართალდამცავი უწყებები“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა