ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, პირობას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევ

ავტორი
Front News საქართველო
მთელ რადიკალურ ოპოზიციას შემიძლია, დავპირდე, რომ 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ჩემი პირობა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ არასდროს ასეთი თავდაჯერებული არ ყოფილა, როგორც დღეს არის.
“რაც შეეხება საარჩევნო შედეგს, არასდროს ისეთი თავდაჯერებული არ ვყოფილვართ ამ შედეგის კუთხით, როგორც დღეს ვართ. საუბარი არ არის არც 40, 43, 58 პროცენტზე და ასე შემდეგ, საუბარია, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება. ამაზე მეტყველებს მათ შორის ინფორმაცია, რომელიც მივაღწიეთ ჩვენ შტაბებთან შეხვედრების დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


