ირაკლი კობახიძე - საზოგადოების განწყობა ოპოზიციის მიმართ არის უმძიმესი, ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი და ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება და კვლევის თანახმად, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა.
„ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი. ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა - 64 64-ზე. 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, ეს არის ის, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. როგორც ხედავთ, კვლევის თანახმად, ჩვენ არათუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


