ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას

ავტორი
Front News საქართველო
თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას.
"რაც შეეხება იაფ რესურსებს, ჩვენ ნავთობი და გაზი არ გვაქვს, რჩება ერთადერთი, ელექტროენერგია. თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე. არა მხოლოდ ნამახვანის შემთხვევაში, იყო უამრავი სხვა ფაქტი, როდესაც იბლოკებოდა ჰესების მშენებლობა. აქვე შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას. თუ ეს არ მოხდა, მრეწველობასაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება და საერთოდ, ეკონომიკა ვერ განვითარდება. მთლიანად ვიქნებით დამოკიდებული გარე ფაქტორებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




