ირაკლი კობახიძე - შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მილიონი ლარი

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში, უფრო კონკრეტულად შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები.
"მაგალითისთვის რომ დავასახელო ციფრები, რაც ჩვენი მიდგომის სერიოზულობაზე მეტყველებს - იყო შტატები გაბერილი შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში. მარტო შტატების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ დავზოგეთ წლიურ ჭრილში 24,7 მილიონი ლარი, 4-წლიან პერსპექტივაში რომ ავიღოთ 100 მილიონი ლარი იზოგება. მიმდინარე შესყიდვები რაც იყო, იმას გადავხედეთ და გეგმასთან შედარებით 348 მილიონი დაიზოგა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის სამინისტროში არის თვისობრივად შეცვლილი მიდგომები და საჭიროა გეგმაზომიერი მუშაობა. გარდა იმისა, რომ სწორი პრინციპები უნდა ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც დღეს არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




