Logo

ირაკლი კობახიძე - სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში

პოლიტიკა
371
Frontnews image description

სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე, რა თქმა უნდა, სირცხვილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შეეხებოდა.

მისი თქმით, სააკაშვილი სიტყვა პატიმარს რომ ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია.

"თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა თავის დროზე საპატიმროებში, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ადამიანების წამება, დეტალებში აღარ შევალ, გახსენებაც არ გვინდა ამ ყველაფრის. ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება. როდესაც ასეთ პირობებში სააკაშვილი სიტყვა პატიმარს ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია. ამაზრზენია ეს ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები