ირაკლი კობახიძე - სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია, 35 წელია ასეა

ავტორი
Front News საქართველო
სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარის ზევით ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აქტივისტის მეგი დიასამიძის დაკავებას ეხებოდა.
მისი თქმით, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს.
"მე არ ვიცი, 5 წელი იქნება თუ რამდენი, ამას გადაწყვეტს სასამართლო. 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ჩვენ არ მოგვიგონია. სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. დანაშაული არის დანაშაული და დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


