ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
"საუბარი შეეხო ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და იმ ფაქტს, რომ სომხეთი საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე და სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


