Logo

ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
107
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა.

ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. იმსჯელეს ერთობლივ მნიშვნელოვან პროექტებზე. ხაზი გაესვა, რომ  საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა წარმატებით ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში.

საუბარი შეეხო რეგიონის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პროცესებში. პრემიერი-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები