Logo

ირაკლი კობახიძე - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები

პოლიტიკა
125
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “X”-ზე ეხმაურება.

"მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შევხვდი. ჩვენ განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო მეტად დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის შესახებ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Advertisement