ირაკლი კობახიძე - სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით


ავტორი
Front News საქართველო
სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში, ევროპაში ამოქმედებულ ახალ კანონთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, მათ აქვთ პრეტენზია გამოხატვის თავისუფლებაზე, თუმცა ადგენენ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონებს.
"გამოხატვის თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია კონკრეტულ ქვეყნებს და ასეთ რაღაცებს ადგენენ საკუთარი კანონმდებლობით. ნახეთ, სანამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია. სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს