ირაკლი კობახიძე - სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს

ავტორი
Front News საქართველო
სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის.
"კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩვენი მხრიდან არის იდენტიფიცირებული, ეს არის ის, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე, სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის და ამაზე გვაქვს ჩვენი პასუხი ამ კონცეფციაში.
ერთი პრობლება, რაც ასევე უნდა გამოიკვეთოს მეორე გამოწვევის ქვეშ, ეს არის ის, რომ არსებითად გაუმართავია ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე უმაღლესი განათლების სისტემაში, ხარისხის მართვაზე და აქ არის უამრავი ხარვეზი. დიდწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს ხარისხის მართვის სისტემა და აქაც გვჭირდება სერიოზული ცვლილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


