Logo

ირაკლი კობახიძე -  თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის

პოლიტიკა
2 საათის წინ / 00:41
21
Frontnews image description

ჯერ ერთი, თაფლობის თვე არავის შეუთავაზებია, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც ქართველი ხალხისთვის, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ როცა ვზრუნავთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საკუთარი ეროვნული იდენტობის და რელიგიური იდენტობის დაცვაზე, მოდის აგრესია და თავდასხმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული მდგომარეობა.

"გამოწვევები გვაქვს ისედაც ძალიან ბევრი, მათ შორის ეკონომიკური. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკა არის დაახლოებით 9 ათასი დოლარი და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ასეთ დროს როცა ხედავ, რომ არის პატარა ქვეყანა, რომელიც იბრძვის საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, აქვს თავისი პრობლემები, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ა.შ, ხომ უნდა იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყო ამ ქვეყანას და ამ ხალხს. როდესაც აქ ცდილობ, ხელოვნური პრობლემები შეუქმნა ქართველ ხალხს, ამ ქვეყანას, რა ლოგიკაში ჯდება ეს ყველაფერი, არ ვიცი. მდგომარეობა არის აბსოლუტურად ტრაგიკული. თვითონ ევროპის მდგომარეობა არის ტრაგიკული. ვერ იცავს საკუთარ თავს. ხელისუფლებებს არავითარი უნარი არ აქვთ, დაიცვან საკუთარი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესები. იცით, რა მასშტაბის პრობლემებია დღეს ევროპულ სახელმწიფოებში, თითქმის ყველა სახელმწიფოში. ჯერ მიგრაციის კუთხით, საერთოდ ვერ იცავენ საკუთარ თავს. რომ ნახოთ ევროპის დიდი ქალაქები, საერთოდ დაკარგული აქვთ ეროვნული იდენტობა. დიდი ქალაქების სურათი ასეთია შესაბამის სახელმწიფოებში, საუბარია ყველაზე ტრადიციულ ევროპულ სახელმწიფოებზე, რომლებიც კარგავენ საკუთარ ეროვნულ იდენტობას, შესაბამისად კარგავენ რელიგიურ იდენტობას. მარტივი სტატისტიკა რომ ნახოთ, მაგალითად 70-80-იან წლებში გერმანიაში 90%-ს ბევრად აღემატებოდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იყვნენ ქრისტიანები. დღეს 50%-ს არის ჩამოცილებული იმ ადამიანების რაოდენობა გერმანიაში, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებენ საკუთარ თავს. განახევრებულია, ტრაგიკული მდგომარეობაა. იკარგება ეროვნული იდენტობა, რელიგიური იდენტობა და ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესი. ვერც ერთი ამ სახელმწიფოს ხელისუფლება ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს და პირიქით, ხელს უწყობენ პრობლემების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. ჩვენ როცა ვზრუნავთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მათ შორის საკუთარი ეროვნული იდენტობის და რელიგიური იდენტობის დაცვაზე, მოდის აგრესია და თავდასხმა. ეს არის სამწუხარო ტრაგიკული მდგომარეობა. ეკონომიკური პრობლემები - იგივე რომ ავიღოთ ინდუსტრიული თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი გერმანია,  შარშანდელი და შარშანწინდელი წელი ჰქონდათ მინუსი ეკონომიკური თვალსაზრისით -0,2 და -0,3 პროცენტი. წელსაც მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს მინუსი, ყოველ შემთხვევაში ნულოვან მაჩვენებელს დიდად არ ასცდება წლევანდელი შედეგი. ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს ევროპული სახელმწიფოები. არის აბსოლუტურად ტრაგიკული მდგომარეობა და ასეთ დროს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი პრობლემებით იყვნენ დაკავებული, ყველას სცალია რატომღაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement