ირაკლი კობახიძე - თავის დროზე საქართველოს მიმართ იყო დიდი ზეწოლა, ჩვენგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ

ავტორი
Front News საქართველო
თავის დროზე საქართველოს მიმართ იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც კი ჩაიწერა ეს ყველაფერი, ჩვენგან პირდაპირ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთს ფედერაციის მიმართ, მაშინ, როდესაც რუსეთს ვერავითარ ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა ასეთი თეორიული სანქციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს წილი რუსეთს ვაჭრობაში არის 0,3 პროცენტი, სანქციების დაწესება მათი მხრიდანაც გამოიწვევდა სანქციების დაწესებას და ამ შემთხვევაში ამას ექნებოდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი.
"ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა იყო მოსალოდნელი ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, ამას ითხოვდნენ ჩვენგან ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები და თავის დროზე ამერიკული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, რასაც ვერ გავაკეთებდით. ჩვენ საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




