Logo

ირაკლი კობახიძე – თავდასხმები ხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან

პოლიტიკა
1186
Frontnews image description

ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. განსაკუთრებით არჩევნების დღეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

“ვხედავთ, რომ პროვოკაციები ხორციელდება პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში. გუშინაც იყო კასპში ასეთი პროვოკაცია. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენი წარმომადგენლები ღირსეულად სიმშვიდით შეხვდნენ ასეთ პროვოკაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე გააგრძელონ ჩვენმა მხარდამჭერებმა მოქმედება. არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, როგორი შეურაცხმყოფელი და დაუნდობელიც არ უნდა იყოს ის“,- განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, თავდასხმები ხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

 

“გუშინაც კასპში ჰქონდათ დავდასხმა და პროვოკაცია. მანამდე ბათუმში, ხელვაჩაურში. ნიკანორ მელიამ რა გააკეთა, ყველამ კარგად ნახეთ. ეს თავდასხმები ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველას მოვუწოდებ, მათ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ამ პროვოკაციებს პირველ რიგში ხალხი გასცემს პასუხს 2 ოქტომბერს. რაც მეტი იქნება პროვოკაცია, მით უფრო მკაცრი იქნება საზოგადოების პოზიცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement