
ავტორი
Front News საქართველო
შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით, მთავარია, გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ გააგრძელოს აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე.
"ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ. ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის უკიდურეს დეფიციტს, განათლების უკიდურეს დეფიციტს და პატრიოტიზმის უკიდურეს დეფიციტს, კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული მოვლენა და სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ერთ წელიწადში მოახერხეთ საკუთარი საარჩევნო შედეგის განახევრება. ნამდვილად ტრაგიკულია ის უკიდურესი სიმწირე, რასაც თქვენ ავლენთ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. ელემენტარულად როდესაც პარლამენტში გაქვს ოპოზიციურ ფრაქციასთან დისკუსია ეს უნდა იყოს საინტერესო. შენ არგუმენტებს უნდა დაუპირისპირდეს არგუმენტები, შენ ციფრებს უნდა დაუპირისპირდეს ციფრები, შენ ფაქტებს უნდა დაუპირისპირდეს ფაქტები. არცერთი ციფრი, არცერთი ფაქტი, არცერთი არგუმენტი, არანაირი არაფერი, აი ეს არის ტრაგიკული სახე რაც კიდევ ერთხელ ავლენს ინტელექტის ცოდნის და კეთილსინდისიერების დეფიციტს. რაც შეეხება ჩვენს დღის წესრიგს, ჩვენი ამოცანაა განვაგრძოთ აქტიურად ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შარშანდელი წელი იყო შთამბეჭდავი, რასაც ადასტურებს მონაცემები ყველა მიმართულებით. მთავარია, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების ასეთი კურსი და ამაზე რა თქმა უნდა, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს