Logo

ირაკლი კობახიძე -  ცხრა არჩევნები მოვუგეთ, ყველა პროცესში მოვუგეთ, ყველანაირი რადიკალიზაციის სცენარი ჩავუგდეთ

პოლიტიკა
233
Frontnews image description

არიან ძალიან გავლენიანი ძალები, რომელსაც საქართველოში სურდათ არეულობის სცენარის განხორციელება, ყველაფერი ჩავუგდეთ, ყველაფერი მოვუგეთ, ყველა სიურპრიზი გავუკეთეთ, ამაზე იდარდოს „ნაცმოძრაობამ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღესაც იყო სიურპრიზი, როდესაც სამართალდამცველმა ორგანოებმა კონკრეტული საქმე გამოიძიეს და დააკავეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

"სიურპრიზებს ჩვენ ტრადიციულად ვუკეთებთ ხოლმე „ნაცმოძრაობას“, ცხრა სიურპრიზი გავუკეთეთ უკვე როდესაც არჩევნები წააგეს, ბევრი სხვა სიურპრიზიც იყო. დღესაც იყო სიურპრიზი, როდესაც სამართალდამცველმა ორგანოებმა კონკრეტული საქმე გამოიძიეს და დააკავეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მათ ვერ გავახარებთ, ცხრა არჩევნები მოვუგეთ, ყველა პროცესში მოვუგეთ, ყველანაირი რადიკალიზაციის სცენარი ჩავუგდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ძალიან დიდი მხარდაჭერა ქვეყნის გარეთ. არიან ძალიან გავლენიანი ძალები, რომელსაც საქართველოში სურდათ არეულობის სცენარის განხორციელება, ყველაფერი ჩავუგდეთ, ყველაფერი მოვუგეთ, ყველა სიურპრიზი გავუკეთეთ, ამაზე იდარდოს „ნაცმოძრაობამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement