ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობასა და ქრისტიანულ კულტურას ეფუძნება.
“შეხვედრა შედგა სახელმწიფო მდივანთან, სადაც საუბარი გვქონდა ვატიკანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. საუბარი გვქონდა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ გამოწვევებზე. ძალიან საინტერესო საუბრები შედგა. ეს ყველაფერი გვიღრმავებს იმის რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი დაესწრნენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


